გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, თავისუფლების, კასკადის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, საკრეჭიო და მიმდებარე სოფლებში.

„11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, რუსთაველის, ნამორაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, პეტრიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ილტოზა, ძალისი, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში და დიდ დიღომში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, რუსთაველის, მირიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს