შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიდან წარმატებით მივაღწიეთ პირველს - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, პირველი - კანდიდატის სტატუსი, უკვე მიღწეულია.

მისი თქმით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს - ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას!“ - წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე (ყოფილი "ტვიტერი").

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს