თავდაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის - „ფრთამოტეხილი მაფშალიას“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მინისტრის მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, მისი მნიშვნელობა აღნიშნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა.

„სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის - ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრმა, ბარბარე ჯაფარიძემ შეასრულა. პროექტის ავტორი მომღერალი და კომპოზიტორი დავით არჩვაძეა, სიმღერის ტექსტის ავტორი კი, პეტრე კოლხია.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიდეორგოლზე მომუშავე პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს