პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე მოსმენა გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ - მესამე ზეპირი მოსმენა სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემატურ მოსმენაში, რომელსაც თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, საქართველოს მეცხვარეთა და ექსპორტის განვითარების ასოციაციების, Agrolane/ აგროლეინის (ცოცხალი და გაყინული ხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“როგორც თემატური ჯგუფის წევრმა აღნიშნა, მოკვლევის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს.

შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხში არსებულ ხარვეზებსა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებზე გამახვილდა.

სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ფერმერთა საჭიროებების გამოკვეთის შემდეგ, მოკვლევის ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა ჯგუფის ექსპერტი ილია თამარაშვილი (USAID Financial Innovation Program-ის მხარადაჭერით).

თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება