თეოფანე დავითაიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

თეოფანე დავითაიას ქუჩის ნაწილზე წყლისა და წყალარინების ქსელი ეწყობა, რის გამოც, 20 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე, 09:00-დან 19:00 საათამდე, დავითაიას ქუჩაზე, ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისა და დავითაიას ქუჩის კვეთიდან ზურაბ პატარიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ცალმხრივად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირისა და თეოფანე დავითაიას ქუჩის კვეთიდან დავითაიას ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სიმონ და თინა ყაუხჩიშვილის ქუჩისა და დავითაიას II მ/რ-ს გამოყენებით, ხოლო გიორგი დეკანოზიშვილის, დავითაიას II მ/რ-დან და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევიდან მოძრავი ავტომობილები დავითაიას ქუჩაზე ჩვეული მარშრუტით გადაადგილდებიან.

ამასთან, შეიცვლება N455 მიკროავტობუსის მოძრაობის სქემაც. მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ჯუმბერ ლეჟავას ქუჩისა და ლეჟავას პირველი შესახვევის გავლით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, N455-ის მარშრუტი არ შეიცვლება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება