აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს გაამკაცრებს

აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს გაამკაცრებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ რუსული ნავთობის შემოსავლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდგომ ეტაპზე გადადის, რომელიც მიმართულია რუსეთიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე დაწესებული “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის არდაშვებასა და ასეთ ქმედებებზე კონტროლის გამკაცრებაზე.

ცვლილებები მიმართულია ატესტაციის პროცესების გამკაცრებაზე და ნავთობის ტრანსპორტირების გარკვეული პროვაიდერების ინფორმაციის შენახვაზე.

დამატებით აშშ-მა სანქციები შემოიღო გემის მფლობელი SUN Ship Management კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დარეგისტრირებული და სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო კომპანია “სოვკომფლოტს” მიეკუთვნება.

სანქციები ასევე შეეხო რუსული ნავთობის სამ ტრეიდერს, რომლებიც მოსკოვს ჰონგ-კონგიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის საშუალებას აძლევდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია