ვახტანგ კალოიანი - ვიდრე მედიკამენტები სადაზღვევო კომპანიების დაფინანსებაში არ იქნება მოქცეული, მანამდე ყველა თამაშს ამ მიმართულებით პოლიტიკურ სპეკულაციად შევაფასებდი - სახელმწიფოს პოლიტიკამ შეზღუდა კონკურენცია

თუ გინდა მოქალაქეებს წამალი ჰქონდეთ, უნდა შექმნა სისტემა, რომელშიც მედიკამენტები მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიების ან სახელმწიფო დაფინანსების გზით დაუფინანსდებათ, სხვა ყველა გზა არის პოლიტიკური სპეკულაცია და პიარული თამაშები, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

შესაბამისი განცხადება კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე მოსაზრებით, სახელმწიფო უნდა იყოს ის რეგულატორი, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას.

„სანამ მედიკამენტები არ იქნება მოქცეული სადაზღვევო კომპანიების დაფინანსებაში, მანამდე ყველა თამაშს ამ მიმართულებით პოლიტიკურ სპეკულაციად შევაფასებდი.

სახელმწიფო უნდა იყოს ის რეგულატორი, რომელიც გააჩენს ამ სტიმულებს და რომელიც ხელს არ შეუწყობს ოლიგოპოლიების გაკეთებას, პირიქით გაზრდის კონკურენციას. ყველა გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებამ მიიღო, ამ კონკურენციას კლავს. სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ისეთი რეგულაციები შემოიტანოს, კონკურენციის ისეთი სტიმულაცია გააკეთოს, ისე გახსნას ბაზარი, რომ მსგავსი სულელური რეგულაციის შემოღება არ დასჭირდეს. მათ ისეთი გზა აქვთ არჩეული, რომ რამდენიმე კვირაში მომსწრენი ვიქნებით ახალი რეგულაციის“,- განაცხადა მან.

როგორც კალოიანმა აღნიშნა, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მუდმივი, სტაბილური და თანაბარი ხელმისაწვდომობის ქონა არ მიიღწევა რეგულაციური სვლებით.

„სახელმწიფოს პოლიტიკამ შეზღუდა კონკურენცია და ეს არ მომხდარა გუშინ. ამასთან, ჩვენი მოქალაქეები არ არიან დაცულები მედიკამენტების ანაზღაურებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მედიკამენტების მუდმივი, სტაბილური და თანაბარი ხელმისაწვდომობის ქონა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც არ მიიღწევა რეგულაციური სვლებით. ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ კონკურენციას, სადაზღვევო კომპანიებს და იმ მოქალაქეების მედიკამენტების დაფინანსებას, რომლებიც ჯერჯერობით სახელმწიფო დაფინანსების სიაშია დარჩენილი“,- განაცხადა კალოიანმა.

მისივე თქმით, რეფერენტულმა ფასებმა გამოიწვია, მნიშვნელოვანი მედიკამენტების ბაზრიდან გაქრობა.

„რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით დასჭირდა ათობით რეგულაცია, რათა ამოევსო ის ხვრელები, რაც ამ დადგენილებამ მოიტანა. რეფერენტულმა ფასებმა გამოიწვია, მნიშვნელოვანი მედიკამენტების ბაზრიდან გაქრობა. გამოიწვია სანდო ქვეყნებიდან შემოსული მედიკამენტების იმპორტის შემცირება, შესაბამისად, თუკი ჩვენ არ გავხსნით ბაზარს სანდო ქვეყნებისთვის, გაჩნდება ე.წ. ხვრელები მედიკამენტებისთვის“, - განაცხადა კალოიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება