ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა

კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ცოტა ხნის წინ რუსეთს მიაწოდა დამატებითი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენი ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციას სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა", - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.

მისი განმარტებით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში კონტეინერების სატვირთო გემებით მოძრაობა თანამგზავრების მიერ დაფიქსირდა.

„მტკიცედ ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსებისთვის ისეთი იარაღის გადაცემისთვის, რომელიც უდავოდ გამოყენებული იქნება უკრაინელ ხალხზე, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

მისი განმარტებით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან, სანაცვლოდ, სხვა სამხედრო ტექნოლოგიების მიღება სურს და შესაძლოა, ფხენიანმა მოსკოვს გამანადგურებელი თვითმფრინავები, მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ასევე ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა მოსთხოვოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება