ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის იერიშებს სულ მცირე 20 000 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშებს სულ მცირე 20 000 პალესტინელი ემსხვერპლა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ღაზის სექტორის მთავრობის ცნობით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 8000 ბავშვი და 6200 ქალია.

ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან ყოველდღიურად დაახლოებით 300 ადამიანი იღუპება. საგანგებო სიტუაციების საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის, რიჩარდ ბრენანის განცხადებით, მიაჩნია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი სანდოა.

ამასთან, ღაზის სექტორის ექიმები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან მონაცემები არ შეიცავს ინფორმაციას დანგრეული შენობების ნანგრევებში დამარხული ცხედრების ან იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საავადმყოფოებში არ მიუყვანიათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო