სახალხო დამცველი პერევისა და ქარძმანის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში - პერევსა და ქარძმანში ჩავიდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„ძალიან ხშირად დავდივარ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ვცდილობ გავიგო, თუნდაც იქ, სადაც ჩვენი კონტროლირებადი ნაწილია, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რა სერვისებს აწვდის მოსახლეობას და როგორია მათდამი დამოკიდებულება. დღეს შევხვდი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას. მათ იმ პრობლემებზე მომიყვნენ, რომელსაც აწყდებიან ყოველ ჯერზე, როცა საოკუპაციო საზღვარს კვეთენ.

ქარძმანი ორად არის გაყოფილი და მისი დიდი ნაწილი თავისი მიწებითა და მოსახლეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. საოკუპაციო საზღვარი თვეში მხოლოდ 10 დღით იხსნება და მოსახლეობას მიმოსვლის საშუალება ეძლევა. თუმცა, ასეთი მიმოსვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც დოკუმენტაციის, ასევე ტვირთების გადატანა-გადმოტანის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება