Conde Nast Traveler მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს

მსოფლიოს 32 საუკეთესო ადგილი საშობაო არდადეგების გასატარებლად“ - გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Conde Nast Traveler ევროპის, აზიისა და ამერიკის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებს, საქართველოში შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. თუმცა, თბილისს საზეიმო განწყობა დეკემბრის დასაწყისიდან ეტყობა. საქართველოს დედაქალაქი მორთულია საახალწლო დეკორაციებით, ქალაქში მუსიკალური წარმოდგენები და საშობაო ბაზრობებია მოწყობილი, რაც ვიზიტორებს განსაკუთრებით იზიდავს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტი მორთულია კასკადური განათებით, რაც საახალწლო ნაძვის ხის მასიურ იმპროვიზებას წარმოადგენს“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი ქეითლინ მორტონი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, Conde Nast Traveler-ის სტატიაში თბილისთან ერთად ლონდონში, ბერლინში, ბერნში, ედინბურგში, ბრიუგეში, კოპენჰაგენში, დუბაიში, ჰონგ-კონგში, ნიუ-იორკში, მონრეალსა და მსოფლიოს სხვა პოპულარულ ქალაქებში მიმდინარე საშობაო სამზადისია აღწერილი.

https://www.cntraveler.com/galleries/2015-12-08/copenhagen-to-quebec-14-cities-that-do-christmas-best?fbclid=IwAR1QqRFagKxr80GnFsc9NTPyW1Wy9OLJNxHicijkt6rVVNCfIbblUGA41Bg

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება