გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, არც ცალ ფეხზე დავდექით, არც ღირსება და სუვერენიტეტი შევიბღალეთ, სახელმწიფოს არც დაცვა დავაკელით და რაც მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნეთ

ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა, პროფესიონალიზმი, ქვეყნის მიმართ სიყვარული და ევროპული ღირებულებები დაინახეს - ჩვენ ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, არც ცალ ფეხზე დავდექით, არც ღირსება და სუვერენიტეტი შევიბღალეთ, სახელმწიფოს არც დაცვა დავაკელით და რაც მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნეთ, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, „ევროინტეგრაციის მატარებელი სწრაფად მიდის, საიდანაც ოპოზიციის ვაგონი ჩახსნილი და გაჩერებულია“.

„მშვიდობიანობის დროს კანდიდატის სტატუსის მიღება შევძელით ანუ პრაქტიკულად დავადგინეთ, რომ უძველესი, ქართული კულტურული ღირებულებები თავსებადია უძველეს ევროპულ კულტურულ ღირებულებებთან. ჩვენთვის დე იურე კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ აქედან გამომდინარეობს.

რაც შეეხება რეკომენდაციებსა და პირობებს, ბუნებრივია, ევროპელებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. მათ იციან, საქართველოში ვისთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ წელში მოლაპარაკებები გაიხსნება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს