„სოკარ მიდსტრიმი“ ონკოლოგიური პედიატრიული პაციენტების მხარდასაჭერად სოციალურ ინვესტიციას ახორციელებს

კომპანია „სოკარ მიდსტრიმ ოპერეიშნმა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის პარტნიორებს წარმოადგენს, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მოწყობილი სასწავლო და გასართობი სივრცეები განაახლა. სპეციალურად პატარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა მოსასვენებელი, სასწავლო და გასართობი სივრცეები და შეძენილ იქნა შემეცნებითი სათამაშოები.

პროექტი სოციალური ინვესტიციების ფარგლებში განხორციელდა და პატარა პაციენტების ემოციურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ონკოლოგიური დაავადებების შესახებ უცხოური საბავშვო ლიტერატურის თარგმნა და გავრცელება პედიატრიულ პაციენტებში.

ინფორმაცია პრესისთვის

სამხრეთ კავკასიის მილსადენი არის სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი, რომელიც შექმნილია ბუნებრივი გაზის ექსპორტისთვის აზერბაიჯანიდან საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში.

სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიგრძე 692 კმ-ია, ხოლო მილსადენის სიგრძე საქართველოში 248 კმ-ია.

სოკარ მიდსტრიმ ოპერეიშენსი, სოკარის სრულუფლებიანი შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან არის სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომერციული ოპერატორი, ხოლო 2020 წლიდან სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკურ ოპერატორი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს