ირაკლი ქადაგიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაზე - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან

ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია“ საქართველოსთვის“ წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია შეეცდება ამომრჩეველს თავი მოაწონოს, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ გახშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ დამგმობი განცხადებებიც.

მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მისი პატიმრობის მდგომარეობას წყვეტს შესაბამისი უწყება. არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე არ არის ეს დამოკიდებული. რაც შეეხება მათი განცხადების პოლიტიკურ ნაწილს, ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან. ეს განცხადება, ამ შემთხვევაში, უფრო ამას ემსახურება. პოლიტიკურ ნაწილში, ალბათ, ეს არის მათი მიზანი.

ყველა ფიქრობს, რომ ამომრჩევლის რომელიმე სეგმენტზე „დაჯდეს“. აქამდე, სამწუხაროდ, ოპოზიციის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის გამზიარებელი. ეს სპეკულაცია მათ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაატარეს, რომ ქვეყანაში რევოლუციური დღის წესრიგი დაენერგათ და რევოლუცია მოეხდინათ. დღეს დაინახეს, რომ ეს ყველაფერი თავიანთი რუსული ლოზუნგებით, უკვე წყალში გადაყრილი დრო აღმოჩნდა, ამიტომ არჩევნების წინ ახლა ცდილობენ, რამენაირად საზოგადოებას დაანახონ, რომ რადიკალურად არიან გამიჯნულები „ნაციონალური მოძრაობისგან“ და საზოგადოების რაღაც სეგმენტს მოაწონონ თავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ბევრისგან ვიხილავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დამგმობ განცხადებებს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს