ადვოკატთა ასოციაცია - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები დასრულდა და ჩემპიონატი ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები დასრულდა და ჩემპიონატი ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩემპიონატის ფარგლებში სამი კვირის განმავლობაში, ტრენინგები და შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები პარალელურად, 11 უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.

პროექტში მონაწილე თითოეულმა უნივერსიტეტმა ორი გუნდი (დაცვა-ბრალდება) და ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა წარმოადგინა, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის 12 სტუდენტისაგან შედგება.

„იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე მონაწილეებმა სისხლის სამართლის კონკრეტული საქმე განიხილეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კი სათათბირო ოთახში საბოლოო ვერდიქტზე იმსჯელეს.

ჩემპიონატის მონაწილე გუნდები წინასწარ შემუშავებული შეფასების ფურცლის კრიტერიუმების დაცვით, ფასილიტატორებმა შეაფასეს. დაცვის გუნდი ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა/ფასილიტატორებმა, ხოლო, ბრალდების გუნდი საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა შეაფასეს.

ნახევარფინალურ ეტაპზე ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე ორი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება რეგიონებიდან, ხოლო, ორი თბილისიდან. საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.

„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.

პროექტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით ახორციელებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს