ოლექსი დანილოვი - ზოგი ქვეყანას იცავს, ზოგი პლანეტის სხვა ნაწილებში, კურორტებზე ისვენებს - ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული რაოდენობის მოქალაქეების მობილიზება

მობილიზაცია საჭიროა და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსავალი უახლოეს მომავალში მოიძებნება, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ბოლო ოთხ შეხვედრაზე დაისვა საკითხი მობილიზაციის აუცილებლობის შესახებ და ყოველ ჯერზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სვამდა კითხვებს სამართლიანობის შესახებ.

„იმისათვის, რომ ჩვენ არ გვქონდეს ისეთი ფაქტები, როგორიც ახლა, როცა ზოგი იცავს ქვეყანას, ზოგი კი პლანეტის სხვა ნაწილებში, კურორტებზე ისვენებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად თავიანთ ხედვას წარმოადგენს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება 500 ათასი მოქალაქის მობილიზაციის შესახებ უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

„ეს არ არის იოლი განხილვა. რიცხვები, რომლებიც მითითებულია, ნამდვილად საჭიროა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. საუბარი არ არის დღევანდელ სიტუაციაზე, არამედ იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ველოდოთ, რომ დაგვჭირდება გარკვეული რაოდენობის მოქალაქეების მოზიდვა ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, - დასძინა დანილოვმა.

ამასთან, მისი თქმით, საჭირო იქნება მობილიზებულთა მომზადება და მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა ვადით მოუწევთ წასვლა და როდის ექნებათ შვებულება და როტაცია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია