არჩილ თალაკვაძე - მსჯავრდებულთა გადაყვანაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ მართლმსაჯულების სტრუქტურები იღებენ - ოპოზიცია ცდილობს, პარტნიორებს შეუქმნან განცდა, თითქოს პატიმრების გადაყვანა არის პოლიტიკური განხილვის საგანი

მსჯავრდებულთა გადაყვანაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ მართლმსაჯულების ის სტრუქტურები იღებენ, ვინც პატიმრობაში მყოფი ადამიანის უფლებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები - ასეთი განცხადებები შემთხვევითი არ არის! - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე პარტია “საქართველოსთვის“ წევრების მოთხოვნას.

“ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს განცდა შეუქმნან, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა არის პოლიტიკური განხილვის საგანი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მოწოდებების დონეზე ხდება, რაც ზიანს აყენებს ქვეყანას და ასეთი განცხადებების მიზანიც ეს არის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.

დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს