გლდანის რაიონს კიდევ ორი სკვერი შეემატა

გლდანის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატა. გლდანულაში, N2-2ა კორპუსებთან და მუხიანში, მეორე მიკრორაიონის N7–9 კორპუსებთან გლდანის გამგეობამ სკვერების სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამგეობის მიერ სამუშაოები მუხიანში 4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა და სამუშაოებისთვის 555 091 ლარი დაიხარჯა. ხოლო გლდანულაში 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის მოწყობისთვის 381 941 ლარი გამოიყო.

„სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გლდანულას სკვერში მოეწყო გარე გამოყენების ტენისის მაგიდა, მუხიანში კი - ფიტნეს სივრცე.

გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დასრულებულ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს