ვიქტორ ორბანი - უკრაინის დაფინანსების თანხა ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ უნდა გამოიყოს

უკრაინის დაფინანსების თანხა ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ უნდა გამოიყოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„მათ სურთ უკრაინას თანხა ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოუყონ, უნგრეთს კი სურს, რომ ეს ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებს გარეთ მოხდეს. მათ აქვთ შესაძლებლობა, თუ ჩვენ ამის შესახებ ვერ შევთანხმდებით, რომ ეს ბიუჯეტს მიღმა გადაწყვიტონ, მაგრამ ამის გადაწყვეტა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში, უნგრეთის თანხმობის გარეშე, არ შეუძლიათ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა აღნიშნა, რომ 26 წევრს შეუძლია უკრაინის დახმარების თანხებთან დაკავშირებული პრობლემა ერთობლივი სესხით მოაგვარონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ხუთი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემა… ეს ცუდი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ევროკავშირის ქვეყნებმა, უნგრეთის გარდა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფის შესახებ ორბანის წინააღმდეგობა ვერ გადალახეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს