გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 დეკემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წიწამური, საგურამო, წილკანი. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:00-იდან 11:05 საათამდე და 16:55-იდან 17:00 საათამდე- აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა. 17:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ წეროვანში.

„11:00-იდან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.

15:00-იდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი, ზემო შუახევი, ბუჩუნტლიანი, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, გრემისხევი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება