ანონსი  22 დეკემბერი

22 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „პულმანში“ საპენსიო სააგენტო მედიასთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37 მ, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსი“

22 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

თემა: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ტერმინების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მის: ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი - 598 544 415

22 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია ჩატარდება.

სესიის დასრულების შემდეგ, 14:30 საათზე 2023 წლის სპორტული შედეგებით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37 მ, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსი“

22 დეკემბერს, 13:00 საათზე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, წალენჯიხის კინოთეატრში, 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის პრეზენტაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი დაესწრებიან.

მის: წალენჯიხა, კინოთეატრის შენობა

22 დეკემბერს, 15:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ჰუმანიტარული ინიციატივა

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი #4

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

22 დეკემბერს, 15:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ პლასტმასის შემცირებისა და გადამუშავების შესაძლებლობებზე B2B ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიძიება იმართება CENN-ის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

საკონტაქტო: მარიამი - 599 87 78 08

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს