ლევან ხაბეიშვილი - მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ სააკაშვილს - დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასე ისაუბრო არც ქართულია და არც ჩვენს ტრადიციებშია

მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასეთი საუბარი „არაქართული“ საქციელია.

„ჯერ ერთი, სამართლებრივად „ეფესბეს“ აგენტის, ფარცხალაძის შეთითხნილია ეს ბრალი, კლანის მოსამართლეების გასამართლებულია. მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს. დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასეთ რამ ისაუბრო არც ქართულია და არც სჩვენს ტრადიციებშია, ზოგადად სამართალს რომ თავი დავანებოთ.

დღეს ბორის ჯონსონმა მიულოცა დაბადების დღე, მის ღვაწლზე ისაუბრა, გახარია სხვა რამეს ითხოვს. გვესმის ხომ? პუტინი ითხოვს სააკაშვილის დასჯას, ხოლო ბორის ჯონსონი და ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორს ისე მოიხსენიებენ და მათ შორის მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს