ზურაბ აზარაშვილი - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, სრულად, დაახლოებით, 400 000 ადამიანს დაუფინანსდება, პროგრამის ბიუჯეტი  60 მილიონ ლარამდე იქნება

ერთი მხრივ, ვაფართოებთ ქრონიკული მედიკამენტების სიას, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვნად ვზრდით პროგრამის ბიუჯეტს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, სრულად მიიღონ მთელი წლის განმავლობაში საჭირო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ცვლილება, პენსიონერ პირებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. 2024 წელს, პროგრამის ბიუჯეტი, 60 მილიონ ლარამდე იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილების მიზანი მედიკამენტებზე, მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შემცირებაა.

ჯანდაცვის მინისტრმა, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო, მოქალაქეებს, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა ჰქონოდათ. როგორც კი ეჭვი გაჩნდება სიმსივნესთან დაკავშირებით, სახელმწიფო, სრულად დააფინანსებს დიაგნოზის დასმისთვის საჭირო პროცედურებს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, პირველ რიგში, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და ასევე, უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს ბიუჯეტის სახსრები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია