გიორგი სააკაშვილი - მიშას ადგილი ციხეში ნამდვილად არ არის - არ უნდა დავივიწყოთ მისი ღვაწლი

მიხარია, რა თქმა უნდა, რომ საქართველო წინ მიიწევს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მიშას ღვაწლი , - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა „ვივამედის“ კლინიკასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში ყოფნას არ იმსახურებს.

„მიშა სააკაშვილი არ იმსახურებს პატიმრობაში ყოფნას. რაც არ უნდა ილაპარაკონ და თქვან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ვერავინ უარყოფს, რომ სწორედ მიშა სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო მნიშვნელოვანი ძვრები, თუნდაც დღეს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მოგვანიჭეს. მიხარია, რა თქმა უნდა, რომ საქართველო წინ მიიწევს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მიშას ღვაწლი.

მე როგორც ძმამ, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ჩემი სურვილია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც დამეთანხმება, რომ მიშას ადგილი ციხეში ნამდვილად არ არის.

თუ ჩვენ გვინდა, რომ პრეტენზია გვქონდეს ძლიერ სახელმწიფოზე ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ პრეზიდენტების დაფასება ვიცით, პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე აყვანილი“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს