სუიციდის პრევენციის საკითხზე უწყებათაშორისი მრგვალი მაგიდა გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს პროექტის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგაძემ სუიციდის პრევენციის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს იმ თანამშრომელთა ფსიქოემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რომელთაც, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, სტრესულ გარემოში უწევთ საქმიანობა.

„გამოწვევების ეფექტურად გამკლავების მიზნით ღონისძიების მონაწილეები კოორდინირებულ მუშაობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სუიციდის პრევენციის საკითხზე მრგვალი მაგიდა პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის; იუსტიციის სამინისტროს; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ზრუნვის სააგენტო); თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.

სუიციდის პრევენციის პროგრამა პენიტენციურ სისტემაში საპილოტე რეჟიმში 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სუიციდისკენ მიდრეკილი პირების გამოვლენა, მათთვის დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროფესიის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ თითოეული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შემუშავება და განხორციელებაა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს