დმიტრო კულება  - დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეწყვიტეს უკრაინის დახმარებაზე მწვავე დებატები -  ანუ საერთო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს, რომ უკრაინაზე, ისრაელსა და ტაივანზე არ ვკამათობთ: მხარი უნდა დავუჭიროთ

დემოკრატები და რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომ დახმარებაზე მწვავე დებატებს აღარ ატარებენ, ახლა მოლაპარაკებები აშშ-ის საზღვრის საკითხს ეხება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

“დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეწყვიტეს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით რაიმე მწვავე დებატები. ანუ ამ მომენტისთვის საერთო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს, რომ უკრაინაზე, ისრაელსა და ტაივანზე არ ვკამათობთ: მხარი უნდა დავუჭიროთ, გავაგრძელოთ. მაგრამ საზღვრის საკითხია მოსაგვარებელი. სხვა საკითხია, რომ შესაძლებელო იყო უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარება მიბმული არ ყოფილიყო საზღვრის საკითხთან, მაგრამ ამერიკა არჩევნებში შედის, და, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ყველა ექსკლუზიურად შიდა პოლიტიკის კატეგორიებით იწყებს აზროვნებას”, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საზღვრის საკითხი - ამომრჩევლების ხმებია, და “ამომრჩეველთა ძალიან მგრძნობიარე კატეგორიის ხმებია.”

“8 რიცხვში [იანვარში] არდადეგებიდან გამოდის სენატი, 9 იანვარს არდადეგებიდან გამოდის წარმომადგენელთა პალატა. და, გადაჭარბების გარეშე, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემდეგ დღეს შესაძლოა იქნას მიღებული…

ახლა, როგორც იცით, ორი გუნდია - რესპუბლიკური და დემოკრატიული, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ მხოლოდ და მხოლოდ საზღვრის საკითხზე. და მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებების საგანი - ეს საზღვარია, არა უკრაინა. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ხვალაც, შემდეგ კვირასაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არდადეგებზეა. კომუნიკაცია იქნება და პროგრესი ამ მოლაპარაკებებში არის”, - აღნიშნა კულებამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს