ბოლნისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა საესტრადო ანსამბლმა „იმედი“ და ბენდმა „მედიატორი“ მიიღო.

„ნაძვის ხე საზეიმოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებთან ერთად აანთო. ღონისძიებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრო. საახალწლო დღეებისთვის ქალაქი ბოლნისი წელს განსაკუთრებულად მოირთო. განათებებს შორის არის ილუმინაციები, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით იქნა შეძენილი და მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო აქტივობა ქალაქ ბოლნისში ნაძვის ხის ანთებით არ დასრულებულა, 28 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქში საახალწლო ღონისძიება გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს