გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიას განცხადებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, არავინ დაიჯერებს - ერთი წლის წინ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდა და დღემდე ქორწინებაში არიან

გიორგი გახარიას განცხადებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, არავინ დაიჯერებს - ერთი წლის წინ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდა და დღემდე ქორწინებაში არიან, - ეს განცხადება დღეს უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, გიორგი გახარიას პარტიას რამდენიმე საკრებულოში უმრავლესობა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აქვს შექმნილი და თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ.

„ეს კუდი საზოგადოებაში უკვე ძალიან კარგად ჩანს. გახარია „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას ვერ მოიცილებს, თუმცა მცდელობები ექნება. როგორც ჩანს, გახარიას და ხაზარაძეს პატრონებმა უთხრეს, რომ ნელ-ნელა „ნაცმოძრაობის“ იარლიყი ჩამოირეცხონ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციაში წამყვანი ძალა სწორედ „ნაცმოძრაობა“ იყო. მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რასაც „ნაცმოძრაობა" იტყოდა, იმას აკეთებდნენ - გახარიაც, ხაზარაძეც და სხვა რადიკალური ოპოზიცია. ამიტომ, ახლა გახარიას ცრემლები, ვაიმე, საქართველოს რა ვუყოთ და „ნაცებისგან“ როგორ გავათავისუფლოთ, არავის აღარ სჯერა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს