დიდი თონეთის ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი ინიციატივით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და დიდი თონეთის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

საქართველოში რიგით ოცდამეერთე „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა და მწერალმა ნესტან (ნენე) კვინიკაძემ. მან მოზარდებთან გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სტუმრებს ბიბლიოთეკაში უმასპინძლა დიდი თონეთის საჯაროს სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა და მწერალმა დათია ბადალაშვილმა.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს