საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი ანდრეა რინალდი - ქართული მხარის მომზადება გასაოცარია

ქართული მხარის მომზადება გასაოცარია, - ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, ანდრეა რინალდმა ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპის მოგულის დისციპლინასთან დაკავშირებით, განაცხადა.

მისივე თქმით, ჩემპიონატი კარგი სტარტით დაიწყო.

„ქართული მხარის მომზადება გასაოცარია. ყველაფერი წესრიგშია და პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ველოდებით ფანტასტიკურ საფინალო შოუს. ქალები კვალიფიკაციაზე მშვენივრად ასპარეზობენ. ვფიქრობთ, რომ კაცებიც არაჩვეულებრივ სანახაობას შემოგვთავაზებენ”, - განაცხადა ანდრეა რინალდმა.

შეგახსენებთ, ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, დღეს და ხვალ მსოფლიო თასის ეტაპი - მოგულის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში, მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორი კი კომპანია “სილქნეტი” და „ბორჯომია”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს