ქუთაისის მუნიციპალიტეტს, წარმატებით განხორციელებული პროექტებისთვის, ჯილდოები გადაეცა

ქუთაისმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ „საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში“ გაიმარჯვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ათეას რიგით მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე, BPP-ის 2022-2023 წლების საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული იქნა „ქუთაისის სპორტის განვითარების კონცეფცია“, თემატიკით- საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე.

„პირველად საქართველოში, ქუთაისში იქნა მიღებული სპორტის განვითარების სტრატეგია.

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „სპორტის პოლიტიკის განვითარება ქუთაისის მუნიციპალიტეტში“, ქუთაისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იქნა შემუშავებული და ქუთაისის 2024-2030 წლების სპორტის პოლიტიკის და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

ღონისძიება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), დანიის მთავრობის , აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მოეწყო.

ქუთაისის მუნიციპალიტეტს პრიზი გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით გამართულ კონკურსშიც - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“.

ქუთაისმა პრიზი მოიპოვა სსიპ კოლეჯ „იბერიასთან“ ერთად განხორციელებული პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, კოლეჯში ახალგაზრდული სივრცე მოეწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს