ბექა ლილუაშვილი  - დაგვისახელოს „ოცნებამ“ ერთი პატიმარი მაინც, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 წლის განმავლობაში ემკურნალა და სასამართლო გამოეყენებინა პარტიული აგიტაციისთვის? - გამოდით და გაგვეცით პასუხი, ნუ იმალებით!

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები „ქართულ ოცნებას“ მიმართავს კითხვით, დაასახელოს ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სასჯელს იხდიდა ან იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 წლის განმავლობაში ემკურნალა.

„ჩვენი გუშინდელი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ! "ოცნებამ", რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა და კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა, გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით ისარგებლა და კიდევ ერთხელ დაიმალა! გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზეც აგებულია 2024 წლის საარჩევნო სტრატეგია. სააკაშვილი ამ სტრატეგიის მთავარი ღერძი და ერთადერთი ფარია, რომელსაც ის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეფექტიანად იყენებდა წარსულშიც (მაგ. 2021 წელს) და იგივეს გაკეთებას ცდილობს 2024 წლის არჩევნებისთვისაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ გუშინდელ შეკითხვას: - რატომ არღვევს „ოცნება“ საქართველოს კანონმდებლობას და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, რატომ ატარებინებს "ნაციონალების" გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების პოლიტიკურ კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუკი ის იმდენად ჯანმრთელია, რომ ამის ენერგია და შემართება აქვს, რატომ არ არის ის თანაბარ პირობებში სხვა პატიმრებთან? რატომ არ გადაგყავთ საპატიმრო დაწესებულებაში! დაგვისახელოს „ოცნებამ“ ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სასჯელს იხდიდა ან იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 განმავლობაში ემკურნალა? დაგვისახელეთ პატიმარი, რომელსაც საშუალება მიეცა და სასამართლო პროცესები გამოეყენებინა პარტიული აგიტაციისთვის? დაგვისახელეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სარგებლობს ან ოდესმე უსარგებლია მსგავსი პრივილეგიებით? ეს კითხვა ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, პირველ რიგში, თქვენი - „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც და, ჩვენ თუ არა, იქნებ, მათ მაინც უპასუხოთ, როდემდე აპირებთ მათ შეშინებას და შანტაჟს სააკაშვილით, როდემდე აპირებთ იგი გყავდეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ეხმარებოდეთ დაშლილი „ნაცების“ გაერთიანებაში? გამოდით და გაგვეცით პასუხი, ნუ იმალებით!“, - განაცხადა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან