ამ დროისთვის საპენსიო სქემის ყველაზე ბევრი, 900 ათას მონაწილეზე მეტი მაღალრისკიან პორტფელშია

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, ამ დროისთვის საპენსიო სქემის ყველაზე ბევრი, 900 ათას მონაწილეზე მეტი მაღალრისკიან პორტფელშია.

თუმცა, მისივე განმარტებით, 3 იანვრიდან ყველაზე დიდი პორტფელი იქნება დაბალრისკიანი, რადგან ბევრ ადამიანს თავისი არჩევანი არ დაუფიქსირებია, რის გამოც ისინი, კანონში შესული ცვლილების თანახმად, დაბალრისკიან პორტფელში გადავლენ.

ჭიჭნაძის თქმითვე, ამ დროისთვის პორტფელი 20 ათასმა ადამიანმა შეცვალა.

„კანონში განხორციელდა ცვლილებები და 2024 წლის 3 იანვრიდან საპენსიო სააგენტო მზადაა უზრუნველყოს, რომ ყველა იმ მონაწილეს, რომელსაც არ მიუღია გადაწყვეტილება აერჩია პორტფელი, გადავა დაბალრისკიან, კონსერვატიულ პორტფელში. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ, რომელ პორტფელში გადავლენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სახლთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი და მონაწილეს თავისი გადაწყვეტილების დაფიქსირება ელექტრონულადაც შეეძლებათ“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტო პიარკამპანიისთვის ემზადება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს