ირაკლი ქადაგიშვილი - რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი წინასაარჩევნოდ მათთვის დამაზიანებელია - „ნაცმოძრაობის“ ნავიდან გადმოხტომას ცდილობენ, იგივეს ცდილობს „ლელოც“

რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? - მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი წინასაარჩევნოდ მათთვის დამაზიანებელია! - ასე ეხმაურება სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის შეფასებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნა თაღლითური და სპეკულაციურია.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მოხდის საკითხები დამოკიდებულია პენიტენციურ სისტემაზე და კანონზე.

მათთვის პოლიტიკურად სააკაშვილიც კეთროვანი გახდა და „ნაციონალური მოძრაობაც“. აქედან გამომდინარე, ახლა გაითამაშა სწორედ ეს სცენარი - უნდა, ხალხში აზრი ჩამოყალიბდეს, რომ გახარია მკვეთრად გამიჯნულია „ნაციონალური მოძრაობისგან“. იგივე პოლიტიკის გატარებას ცდილობს „ლელო“. ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ ნავში, მათი დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე იყო, დღეს ამ ნავიდან გადმოხტომას ცდილობენ. ამ განცხადებასაც ამიტომ აკეთებენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს