ანსამბლ „შავნაბადას“ საშობაო საგალობლების თვითმასწავლებელი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ საშობაო საგალობლების თვითმასწავლებელი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„კრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, თბილისის საკრებულოსა და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მეუფე სვიმეონის მხარდაჭერით გამოიცა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა, რომელმაც ახალი კრებულის შექმნაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ანსამბლ „შავნაბადას“ საქმიანობის განსაკუთრებულობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საშობაო საგალობლების სასწავლო კრებულში აუდიო ნიმუშები წარმოდგენილია ერთიან და დაშლილ ხმებად, რომელსაც თან ერთვის ქართულ საეკლესიო გალობის კრებულსა და ქართული გალობის ანთოლოგიაში შესული საგალობელთა სანოტო ვერსიები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს