თამარ ბარკალაია - დასაქმების სააგენტოში რეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, რომელსაც ვთავაზობთ, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე - ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებს

სამინისტრო აქტიურად მუშაობს ღია შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებთან. სხვადასხვა ასოციაციისა და ბიზნეს კომპანიების ჩართულობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, დარეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, რომლებსაც ვთავაზობთ, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე - ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებს“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ ბარკალაიას საზოგადოებრივ სამუშოებზე დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანი ახლა ბენეფიციარების ღია შრომის ბაზარზე ინტეგრირებაა.

„პირველ ეტაპზე, ჩვენი მიზანი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების პროგრამაში ჩართვა იყო. ლოგიკური გაგრძელება და მთავარი მიზანი ახლა ბენეფიციარების ღია ბაზარზე არსებული ვაკანსიებით დაინტერესებაა, რომ გადავიდნენ და იქ დასაქმდნენ. ამასთან, გვსურს საზოგადოებრივ სამუშაოებში ახალი მოქალაქეების ჩართვა “, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ღია შრომის ბაზარზე 30 000-მდე მოქალაქე დაასაქმა, მათ შორის - 19 000 სოციალურად დაუცველი პირია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს