სოფო ჯაფარიძე - სამწუხაროდ, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდი „ქართულ ოცნებასთან“ სინქრონში მუშაობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ფაქტები სამწუხაროდ, მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდი „ქართულ ოცნებასთან“ სინქრონში მუშაობს“.

აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის თაობაზე.

„საზოგადოებას არ დავიწყებია სისხლიანი 20 ივნისის აქტორები და ასევე, შეუძლებელია თავს ასაღებდე ოპოზიციურ პარტიად და ერთი მხრივ, ხელისუფლებას ბიუჯეტს უმტკიცებდე და მეორე მხრივ, ითხოვდე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის საზოგადოებისგან სრულ იზოლირებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფაქტები სამწუხაროდ, მეტყველებს იმაზე, რომ ბატონი გახარიას გუნდი სინქრონში მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს