მაკა ბოჭორიშვილი - ოპონენტები კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ არა თუ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, არამედ პროცესს ხელსაც უშლიდნენ - მათი მხრიდან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესის დასაზიანებლად ყველაფერი გაკეთდა

ოპონენტები კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ არა თუ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, არამედ პროცესს ხელსაც უშლიდნენ - მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესი დაზიანებულიყო, - ეს განცხადება პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში ბოჭორიშვილმა აღნიშნა, წელიწადნახევრის განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ძალების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის იმდაგვარი ინსტრუმენტალიზაცია მოხდა, რომ საკითხი სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენებოდა. ამასთან, ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მთავრობის ევროინტეგრაციის კომისიის მიერ დამტკიცებულია 9-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა, რომელიც მალე გახდება საჯარო.

„ახლა საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში იმ ეტაპზე გადავიდა, როცა ევროკავშირის წევრობაზე ვსაუბრობთ და პროცესი შეუქცევადი გახდა. საქართველოს მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი. ეტაპებს, რასაც ჩვენი ქვეყანა გადის, ყველა იმ ქვეყანამ გაიარა, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა. ეს ეტაპები ასევე დამოკიდებულია ევროკავშირის მზაობაზე. პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იქნება ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მუშაობის გაგრძელება, რადგან ამის გარეშე ევროკავშირში წევრობა ასევე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ეს ერთიანი პროცესი იქნება, რასაც მომავალი წლიდან შევუდგებით. მთავრობის ევროინტეგრაციის კომისიის მიერ დამტკიცებულია ცხრა ნაბიჯის შესრულების გეგმა, რომლითაც განსაზღვრულია როგორც პარლამენტის, ასევე ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები. გეგმა მალე გასაჯაროვდება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო