ხელოვნური ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებით ქალების გადამზადების მასშტაბური პროექტი დაიწყო

ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია კიდევ ერთ ახალ მასშტაბურ პროექტს — „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ (Women in AI) იწყებენ.

„ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ქალთა ტექნოლოგიებში წახალისების ახალი ფაზა დაიწყო. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალების ხედვა და ცოდნა გათვალისწინებული იყოს ხელოვნური ინტელექტის შექმნის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კვლავ უთანასწორო და არაობიექტურ შედეგს მივიღებთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გოგოების სახით ძალიან კარგი ადამიანური რესურსი გვყავს. ეს ძალიან შეიძლება დაიკარგოს თუ მათ შესაძლებლობებს არ შევთავაზებთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ერთობლივი პროექტი. იმედი მაქვს, ვინც გადამზადებას გაივლის ამ პროფესიაში აუცილებლად დარჩება და მის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მოლოდინი გვაქვს, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში ახალ ეტაპზე გადავა,“ - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ თამარ საბედაშვილმა.

Women in AI-ის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ქალი შეირჩევა და ყველა მათგანი 9 თვის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებებით გადამზადდება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ, 16+ ასაკის მსურველს მთელი საქართველოდან. დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, გაიარონ ინგლისური ენის, ლოგიკური აზროვნებისა და ტექნიკური კომპეტენციის შეფასების ტესტირებები. რეგისტრაცია 2024 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება, პროექტის უშუალო განხორციელება კი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყება.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება