BTU Horizon Europe-ის ახალი პროექტის ასოცირებული პარტნიორია

BTU Horizon Europe-ის ახალი მასშტაბური პროექტის "INPACE - Indo-Pacific-European Hub for Digital Partnerships: Trusted Digital Technologies for Sustainable Well-Being" ასოცირებული პარტნიორია. ფრანგულ, ბელგიურ, გერმანულ, პორტუგალიურ, ჩეხურ, ბერძნულ და უკრაინულ უნივერსიტეტებთან, ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2024 წლის იანვრიდან ფართომასშტაბიანი Horizon Europe-ის პროექტის განხორციელებას იწყებს.

INPACE პროექტი მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციების განვითარებას და ახალი, ინოვაციური ცოდნის შექმნას.

პროექტის განხორციელების ვადები: 1 იანვარი, 2024 – 30 ივნისი, 2027

Horizon Europe კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა.

პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება