გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნაზე - „ვიღაც მინდა ბოლომდე დავსაჯო და სადღაც ამოვალპო ციხეში“- ეს არ არის ევროპული მიდგომა - „ქოცზე“ უფრო „ქოცი“ ვერავინ გახდება, ეს ყველას უნდა ესმოდეს

გვეყოფა დაპირისპირება, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცა და გვთხოვა, რომ მოვიქცეთ ევროპული სტანდარტით. „ვიღაც მინდა ბოლომდე დავსაჯო და სადღაც ამოვალპო ციხეში“ - ეს არ არის ევროპული მიდგომა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარტიის „საქართველოსთვის“ ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებული განცხადება ჰუმანურობას სრულიად მოკლებულია.

„ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო. მისი შინაარსი ჰუმანურობას აბსოლუტურად მოკლებულია. ვწუხვარ, რომ ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს რომელიმე პოლიტიკური ძალა. „ქოცზე“ უფრო „ქოცი“ ვერავინ ვერ გახდება, ეს აბსოლუტურად ყველას უნდა ესმოდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები ციხეში კი არ სხედან, არამედ პრეზიდენტები არიან დაფასებულები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, აღნიშნული განცხადება პოლიტიკოსების დაპირისპირებისკენ წაქეზებაა და ხელს უშლის ერთიანობას.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, დაპირისპირებაზე ორიენტირებული ყველა განაცხადი ფუჭი საქმის კეთებაა და შეცდომა. დღეს გვინდა გაერთიანება და არა დაპირისპირება. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამით რეიტინგი მოემატებათ, არ მოემატებათ იმიტომ, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა დაპირისპირება. ეს განაცხადები არის წაქეზება დაპირისპირებისკენ და არა გაერთიანებისკენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია