პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან გამართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა, სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ტერმინების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირება წარმოადგენდა.

„შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიზნები და მოქმედების სფერო, ტერმინები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, პირდაპირი მარკეტინგი, ვიდეო და აუდიომონიტორინგი, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი და პორტირება, მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, მონაცემთა აღრიცხვა და სამსახურისთვის შეტყობინება, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, ინციდენტი, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი ფორმები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადები და სახეები.

შეხვედრას ბიზნეს სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა და დისკუსიის ნაწილში შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ პასუხები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებისგან.

კერძო სექტორის წარმომადგენლები საქმიანობის ფარგლებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას.

კანონის ამოქმედებამდე, სამსახური სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის