პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება

პოლონეთი იმედოვნებს, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება, - ამის შესახებ პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, პაველ განჩარჟმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

განჩარჟი უკრაინელ კოლეგა სერგეი დერკაჩს შეხვდა. მისი თქმით, კიევი და ვარშავა “ბოლო დეტალებს” ათანხმებენ, რათა საზღვართან დაკავშირებით კომპრომისამდე მივიდნენ.

განჩარჟმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ “შედგება [პოლონეთის ინფრასტრუქტურის] მინისტრ კლიმჩაკის შეხვედრა კომიტეტთან, რომელიც საზღვარზე პროტესტს მართავს, და შობამდე ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ”.

“[უკრაინა] იბრძვის. მაგრამ არის ასევე მეწარმეების ინტერესები, რომლებიც ნერვიულობენ საკუთარ არსებობაზე და იმაზე, რომ ამ გადაზიდვების ბაზრიდან შესაძლოა გაწიონ. ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სასტარტო პოზიცია ძალიან კარგია”, - განაცხადა განჩარჟმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს