ბაკურიანში მსოფლიო თასი, დუალ მოგულის დისციპლინაში მიმდინარეობს

ბაკურიანში, კოხტას გორაზე მსოფლიო თასი - მოგულის დისციპლინაში გრძელდება.

დღეს, 16 ქვეყნის 90 წამყვან სპორტსმენს შორის გამოვლინდება მსოფლიო თასის მფლობელი დუალ მოგულის დისციპლინაში.

შვედი სპორტსმენის, ვოლტერ ვოლბერგის თქმით, კმაყოფილია ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილში მსოფლიო თასის საორგანიზაციო სამუშაოებით და აღნიშნავს რომ მოხარულია საქართველოში დაბრუნებით.

„ძალიან სასიამოვნოა რომ საქართველოში დაბრუნება მომიწია. აქ როგორც ყოველთვის საოცარი ხედებია. კმაყოფილი ვარ ტრასით, სამუშაოები კარგად არის ჩატარებული. გუშინ ჩემი საუკეთესო შედეგი ვერ ვაჩვენე, მოუთმენლად ველოდები დღევანდელი შეჯიბრის დაწყებას და იმედი მაქვს გასაოცარი ფინალური შოუ გვექნება”, - აღნიშნა მან.

ინფორმაციისათვის, 22 დეკემბერს, მოგულის მსოფლიო თასის ინდივიდუალურ შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ: ქალებს შორის Jakara Antony (ავსტრალია), ხოლო კაცებს შორის - Ikuma Horishima (იაპონია). 2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გაგრძელდება გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი) გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტი” და „ბორჯომია”.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა