სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობებმა ბავშვებს, ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოებზე დაყრდნობით, რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი - „პიტერ პენის თავგადასავალი“ წარუდგინეს.

„მათ მულტფილმების გმირებთან ერთად სურათებიც გადაიღეს; მოგვიანებით კი, მოზარდებს საჩუქრებიც დაურიგდათ.

ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ღონისძიებას ორგანიზება უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს