სათხილამურო ფედერაციის დამფუძნებელი - საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები და მიიღო ასეთი კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, ბაკურიანის მსოფლიო თასისთვის საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა და მიიღო კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა.

მისივე შეფასებით, მსოფლიო დონის შეჯიბრის საქართველოში ჩატარება რეალობა გახდა.

„ბაკურიანის მსოფლიო თასი საქართველოსთვის დიდი მიღწევაა. 2023 წლის თებერვლის შეჯიბრის ჩატარების შემდეგ, მსგავსი ღონისძიებები სისტემატური გახდა. მსგავსი ღონისძიების ჩატარება კოხტაზე, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, რეალობა გახდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის და ზამთრის სახეობის სპორტის განვითარებისთვის. ამის გაკეთება არ იყო ადვილი, მრავალი წელი კეთდებოდა. საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები და მიიღო ასეთი კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა”, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო