რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება არ მისცა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება არ მისცა.

ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას მის მიერ წარდგენილ საბუთებში დაშვებული შეცდომების გამო, მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვების უფლება არ მისცა.

„სულ 100 შეცდომა იყო დაშვებული, გარდა ამისა, ნოტარიუსმა შეცდომები საბუთების დამოწმებისას დაუშვა და ოქმი თავად შეხვედრის შემდეგ შედგა“, - განაცხადა კომისიამ.

დუნცოვამ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს