ბექა ოდიშარია - ქართული დიასპორა ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია - სახელმწიფო ცდილობს დიასპორის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს სახელმწიფოს ეკონომიკურად გაძლიერების და განვითარების საქმეში

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა - ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ და ფრიდონ ინჯიამ, ირლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიაში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა ცნობილ სპორტსმენს და მწვრთნელს, ზაურ ანთიას, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ლელა შურუპოვას და ქართული სოციალური პლატფორმის ხელმძღვანელს, თამარ ბერიშვილს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ევროპის ქართული დიასპორები, მათ შორის ირლანდიის ქართული დიასპორა დგას. ისაუბრეს დიასპორის როლზე, არა მარტო უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციის, არამედ ქვეყნის აღმშენებლობაში დიასპორული პოტენციალის გამოყენების მიმართულებით.

„უკანასკნელ პერიოდში, სახელმწიფოს პოლიტიკა დიასპორის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ადრე არსებობდა სამწუხარო ნარატივი, რომ დიასპორა არის მხოლოდ დიდი გამოწვევა და ხალხის, ადამიანური რესურსის გადინება. ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს, სახელმწიფო დიასპორას უყურებს არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, არამედ, როგორც უდიდესი პოტენციალის მქონე შესაძლებლობას, რომელსაც აქვს უნარი საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის მკვეთრად გაძლიერებასა და განვითარებაში" - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ დიასპორის წარმომადგენლები დიასპორის დიდ ეკონომიკურ ფორუმზე მოიწვია, რომელიც მომავალი წლის მაისში, თბილისში იგეგმება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო