თელავში საახალწლო ნაძვის ხე და ილუმინაციები საზეიმოდ აინთო

თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა პატარებთან ერთად საზეიმოდ აანთო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთების პარალელურად განათდა თელავის ცენტრალური ქუჩები, ასევე ბახტრიონისა და ჩოხელის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერი, სადაც ახალი ილუმინაციები დამონტაჟდა.

„მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი ილუმინაციები ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თელავს საჩუქრად გადაეცა. საახალწლო შოუში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის გარდა, კიდევ ერთი ნაძვის ხე განთავსდა თელავში, კავკასიონის ქუჩის და ალაზნის გამზირის კვეთაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - წინანდალსა და ჯუღაანში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება