ჯოზეფ ბორელი - რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო, ის ყოველთვის იყო იმპერია, მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად, ეს უცვლელია და საფრთხეა მისი მეზობლებისთვის

რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო, ის ყოველთვის იყო იმპერია, ეს უცვლელია და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ მზადაა, იბრძოლოს, შესაბამისად, საფრთხეა როგორც მეზობლებისთვის, ასევე ევროპისთვის.

„ის კვლავ მზადაა იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, - აღნიშნა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს